1. პროექტის სახელწოდება - ორგანიზმების შესაძლებლობები და გეომეტრიული პროგრესია
2. პროექტის მთავარი იდეა -ცოცხალ სამყაროსთან მათემატიკის ურთიერთკავშირის ჩვენება
3. პროექტის აქტუალობა - გაუძლებს თუ არა გარე სამყარო ცოცხალი ორგანიზმების უსასრულო გამრავლებას?
5. მონაწილეთა ასაკი - 14-15წელი. IX კლასი
6. პროექტის ხანგრძლივობა - 2კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები - პრეზენტაცია, ფოტოალბომი, ბლოგი
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ფოტოაპარატი, სარეკლამო ფურცელი დამხმარეების მოსაზიდად, მიკროსკოპი, სიმულაციები მათემატიკასა და ბიოლოგიაში, სახელმძღვანელოები: მათემატიკა მე -9 კლასი, თემა არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიები; ბიოლოგია მე-7,9 კლასი “ცოცხალი სამყარო”
9. პროექტის მსვლელობა - მოსწავლეებს ვავალებ სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზნზე დაკვირვების შედეგად გამოიკვლიონ, რა კავშირია ცოცხალი ორგანიზმების გამრავლებას და გეომეტრიულ პროგრესიას შორის. მოსწავლეები იხსენებენ გეომეტრიულპროგრესიას და ქმნიან სარეკლამო ბუკლეტს. აგროვებენ მასალებს პროექტისთვის როგორც ბუნებაში ისე ინტერნეტით. ამ მასალებზე დაყრდნობით და ბიოლოგიური და მათემატიკური სიმულაციების დახმარებით იკვლევენ ინფუზორიების, ბაქტერიების, მწერების, ფრინველების, (კერძოდ ბეღურების) მცენარეების (ბაბუაწვერას) თევზების გამრავლების კავშირს გეომეტრიულ პროგრესიასთან, აყალიბებენ და ხსნიან მათემატიკურ ამოცანებს, ადგენენ დიაგრამებს და გრაფიკებს; ამზადებენ ფოტოალბომს და კომპიუტერულ პრეზენტაციას; აქვეყნებენ ბლოგზე. მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ლიტერატურა: წერა, კითხვა, მოსმენა, ჩანახატის შექმნა მსჯელობის უნარი.
ინფორმატიკა: ინტერნეტი, სიმულაციები, პრეზენტაცია, ბლოგი.
ბიოლოგია: მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა. იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე. განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
მათემატიკა: მოსწავლე რეალური პროცესების დისკრეტული მოდელებით აღწერისას იყენებს რეკურენტულ წესს; განავრცობს რეკურენტული წესით მოცემულ მიმდევრობას
11. პროექტის ხელმძღვანელი - ნანი ჩხაიძე
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
No comments:
Post a Comment