2.
პროექტის მთავარი იდეა - არქიტექტურის და მათემატიკის კავშირის
დადგენა ჩვენი ქალაქის შენობა-ნაგებობის მაგალითზე.
3.
პროექტის აქტუალობა - დაცულია თუ არა სიმეტრია თბილისის ატქიტექტურულ
განვითარებაში?
4.
პროექტის მიზნები - კვლევითი საქმიანობის უნარის გამომუშავება; მათემატიკისადმი, კერძოდ გეომეტრიისადმი
ინტერესის გაღვივება; მრავალკუთხედებზე, მრავალწახნაგებზე, ცენტრულ და ღერძულ სიმეტრიაზე
ცოდნის გაღრმავება; ოქროს კვეთის ცნების გაგება; გაცნობიერებული ესთეთიკური გემოვნების
ჩამოყალიბება.
5.
მონაწილეთა ასაკი - 13-16 წელი, VIII-XI კლასის მოსწავლეები
6.
პროექტის ხანგრძლივობა - 1 თვე
7.
მოსალოდნელი შედეგები - პრეზენტაციები, ფოტოალბომები,მაკეტები,
გამოფენა, ბლოგი
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ფოტოაპარატი,
რეკლამა დამხმარეების მოსაზიდად, პროგრამა Google
earth, პრინტერი. VIII და XI კლასის სახელმძღვანელოები
10. საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - პროექტი ინტეგრირებულია,
რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევები:
ისტორია:
გაეცნობიან
თბილისის
არქიტექტურული
ძეგლების ისტორიას.
გეოგრაფია:
შეისწავლიან გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის გავლენას არქიტექტურულ ნაგებობებზე
ლიტერატურა:
წერა, კითხვა, მოსმენა, ჩანახატის შექმნა მსჯელობის უნარი.
ხელოვნება:
ნახატების შესრულება, ფოტო გადაღებები, გამოფენის მოწყობა.
მათემატიკა:
გაზომვების წარმოება, თეორემების და ფორმულების ცოდნა-გამოყენება,სივრცული მაკეტის
გაკეთება.
ინფორმატიკა:
ინტერნეტი, პრეზენტაცია, ბლოგი.
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება. ფიგურის და მისი ელემენტების ზომების მოძებნა. ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის
და მათი სახეობების შესადარებლად. ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
11. პროექტის ხელმძღვანელი - ნანი ჩხაიძე
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი -
No comments:
Post a Comment