Monday, January 9, 2012

ინტეგრირებული პროექტი


1.      პროექტის სახელწოდება - ორგანიზმების შესაძლებლობები და გეომეტრიული პროგრესია
2.      პროექტის მთავარი იდეა -ცოცხალ სამყაროსთან  მათემატიკის ურთიერთკავშირის ჩვენება
3.      პროექტის აქტუალობა -    გაუძლებს თუ არა გარე სამყარო ცოცხალი ორგანიზმების უსასრულო გამრავლებას?

4.      პროექტის მიზნები - ცოცხალი ორგანიზმების გამრავლების შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაფართოება; გეომეტრიული პროგრესიის არსის განმტკიცება; პოპულაციების უსასრულოდ გამრავლების პოტენციური შესაძლებლობის  ჩვენება, შეზღუდული სასიცოცხლო რესურსების პირობებში    
5.      მონაწილეთა ასაკი - 14-15წელი. IX კლასი  
6.      პროექტის ხანგრძლივობა - 2კვირა
7.      მოსალოდნელი შედეგები - პრეზენტაცია, ფოტოალბომი, ბლოგი
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები -  კომპიუტერი, ფოტოაპარატი, სარეკლამო ფურცელი დამხმარეების მოსაზიდად, მიკროსკოპი, სიმულაციები მათემატიკასა და ბიოლოგიაში, სახელმძღვანელოები:  მათემატიკა მე -9 კლასი, თემა არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიები; ბიოლოგია მე-7,9 კლასი “ცოცხალი სამყარო”
9.      პროექტის მსვლელობა - მოსწავლეებს ვავალებ სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზნზე დაკვირვების შედეგად გამოიკვლიონ, რა კავშირია ცოცხალი ორგანიზმების გამრავლებას და გეომეტრიულ პროგრესიას შორის. მოსწავლეები იხსენებენ გეომეტრიულპროგრესიას და ქმნიან სარეკლამო ბუკლეტს. აგროვებენ მასალებს პროექტისთვის როგორც ბუნებაში ისე ინტერნეტით. ამ მასალებზე დაყრდნობით და ბიოლოგიური და მათემატიკური სიმულაციების დახმარებით იკვლევენ ინფუზორიების, ბაქტერიების, მწერების, ფრინველების, (კერძოდ ბეღურების) მცენარეების (ბაბუაწვერას) თევზების გამრავლების კავშირს გეომეტრიულ პროგრესიასთან, აყალიბებენ და ხსნიან მათემატიკურ ამოცანებს, ადგენენ დიაგრამებს და გრაფიკებს; ამზადებენ ფოტოალბომს და კომპიუტერულ პრეზენტაციას; აქვეყნებენ ბლოგზე. მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით
10.  საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ლიტერატურა: წერა, კითხვა, მოსმენა, ჩანახატის შექმნა მსჯელობის უნარი.
ხელოვნება: ნახატების შესრულება, ფოტოგრაფირება.
ინფორმატიკა: ინტერნეტი, სიმულაციები, პრეზენტაცია, ბლოგი.
ბიოლოგია: მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა. იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის გებულებისა და განვითარების ერთეულზე. ანსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
მათემატიკა: მოსწავლე რეალური პროცესების დისკრეტული მოდელებით აღწერისას იყენებს რეკურენტულ წესს; განავრცობს რეკურენტული წესით მოცემულ მიმდევრობას

11.  პროექტის ხელმძღვანელი - ნანი ჩხაიძე
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - chkhaidze63@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი


Tuesday, December 13, 2011


1.       პროექტის სახელწოდება - გეომეტრიული გასეირნება თბილისში
2.       პროექტის მთავარი იდეა - არქიტექტურის და მათემატიკის კავშირის დადგენა ჩვენი ქალაქის შენობა-ნაგებობის მაგალითზე.
3.       პროექტის აქტუალობა - დაცულია თუ არა სიმეტრია თბილისის ატქიტექტურულ განვითარებაში?
4.       პროექტის მიზნები - კვლევითი საქმიანობის  უნარის გამომუშავება; მათემატიკისადმი, კერძოდ გეომეტრიისადმი ინტერესის გაღვივება; მრავალკუთხედებზე, მრავალწახნაგებზე, ცენტრულ და ღერძულ სიმეტრიაზე ცოდნის გაღრმავება; ოქროს კვეთის ცნების გაგება; გაცნობიერებული ესთეთიკური გემოვნების ჩამოყალიბება.
5.       მონაწილეთა ასაკი - 13-16 წელი, VIII-XI კლასის მოსწავლეები
6.       პროექტის ხანგრძლივობა - 1 თვე
7.       მოსალოდნელი შედეგები - პრეზენტაციები, ფოტოალბომები,მაკეტები, გამოფენა, ბლოგი
8.       პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ფოტოაპარატი, რეკლამა დამხმარეების მოსაზიდად, პროგრამა Google earth,  პრინტერი. VIII და XI კლასის სახელმძღვანელოები
9.       პროექტის მსვლელობა - ძირითადი საკითხის, რაში მდგომარეობს გეომეტრიის პრაქტიკული მნიშვნელობა, დასმის შემდეგ, მოსწავლეებს ვუკონკრეტებ პრობლემურ საკითხებს, რომელი სტერეომეტრიული ფიგურები გვხვდება ქალაქის არქიტექტურულ ნაგებობებში? იკვეთება თუ არა სიმეტრია ქალაქის არქიტექტურაში? დაცულია თუ არა ოქროს კვეთის პროპორციები არქიტექტურულ ნაგებობებში? მოსწავლეები აზუსტებენ მრავალწახნაგების, ბრუნვითი სხეულების მცნებებს, მოიძიებენ ოქროს კვეთის შესახებ ინფორმაციას. განუსაზღვრავ პროექტის შესრულების ვადებს და იწყებენ პროექტზე მუშაობას. დამხმარეების მოსაზიდად ამზადებენ ერთგვერდიან რეკლამას პროექტის მიზნების შესახებ და ავრცელებენ მას. იყოფიან ჯგუფებად, ერთ ჯგუფს ევალება ძველი თბილისის იმ შენობა-ნაგებობების შესწავლა, ფოტოგრაფირება გაზომვების ჩატარება, სადაც მათი აზრით გამოიკვეთება გეომეტრიული ფიგურები, დაცულია სიმეტრია და ოქროს პროპორციები. მეორეს ახალ აშენებული შენობა ნაგებობების ისეთივე ანალიზი. მესამე ჯგუფი თავს უყრის პირველი ორი ჯგუფის მიერ შეგროვილ მასალას და აწარმოებს სათანადო ანალიზს, პროგრამა  Google earth-ის დახმარებით ასრულებს ქ. თბილისის და ცალკეული რაიონების ხედების ამსახველ ფოტომასალას. პროექტის მსვლელობის პერიოდში მოსწავლეების  შეიძლება დაინტერესდნენ შესასწავლი შენობების ისტორიით, მათი თანამედროვე მდგომარეობით, ამ მდგომარეობაზე გარეშე ფაქტორების ზეგავლენით.  სამივე ჯგუფი ერთობლივად მასწავლებლის დახმარებით არჩევს პროექტისთვის საჭირო მასალას, აზუსტებს გამოთვლების სისწორეს, ქმნის ფოტოალბომს და პატარა მაკეტს, ამზადებს კომპიუტერულ პრეზენტაციას, ქმნის ბლოგს და აქვეყნებს შესრულებულ სამუშაოს. მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით 
10.  საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - პროექტი ინტეგრირებულია, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევები:
ისტორია: გაეცნობიან თბილისის არქიტექტურული ძეგლების ისტორიას.
გეოგრაფია: შეისწავლიან გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის გავლენას არქიტექტურულ ნაგებობებზე
ლიტერატურა: წერა, კითხვა, მოსმენა, ჩანახატის შექმნა მსჯელობის უნარი.
ხელოვნება: ნახატების შესრულება, ფოტო გადაღებები, გამოფენის მოწყობა.
მათემატიკა: გაზომვების წარმოება, თეორემების და ფორმულების ცოდნა-გამოყენება,სივრცული მაკეტის გაკეთება.
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია, ბლოგი.
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება. ფიგურის და მისი ელემენტების ზომების მოძებნა. ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად. ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
11.  პროექტის ხელმძღვანელი  - ნანი ჩხაიძე
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - chkhaidze63@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი -